პუტინი მზადაა,იტალიას დაეხმაროს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში

რუსეთის პრეზიდენტი იტალიას დახმარებას ჰპირდება.ამის შესახებ მან იტალიის პრემიერ მინისტრ-ჯუზეპე კონტესთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.ინფორმაციას, TASS-ის მითითებით, ავრცელებს კრემლის პრესსამსახური.

“იტალიის მხრიდან,დადებითი პასუხის შემთხვევაში,რუსეთის პრეზიდენტი მზადაა,დაეხმაროს იტალიას”-აცხადებს რუსეთის პრესსამსახური. ცნობილი ხდება,რომ სატელოფონო საუბარი რუსული მხარის ინიციატივით შედგა.

კერძოდ,მოსკოვი გეგმავს,იტალიაში რუსი ექიმების გუნდის გაგზავნას,იტალიელი კოლეგების დასახმარებლად.გარდა ამისა,გააგზავნის საჭირო სამედიცინო და დამცავ აღჭურვილობებს. ამ ყველაფერს კი უზრუნველყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო,რომელიც ტრანსპორტირებისათვის გამოიყენებს რუსულ საჰაერო-კოსმოსურ თვითმფრინავებს.

Comments
Loading...