“ჟურნალისტებმა ამირჩიეს მე“ – არის თუ არა ნიკა გვარამია ნაწყენი მაია ასათიანზე

“ჟუნალისტებმა ამირჩიეს მე. ეს არის მათი გადაწყვეტილება. “ფორმულას“ შემთხევაში ასე მოხდა. ჩვენთან და “ფორმულაშია“ მთელი “რუსთავი2“. ვინმეს იცნობთ. ვინც “რუსთავი2“-ზე დარჩა?“ – ამბობს “მთავარი არხის“ დუმფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ჟურნალ “სარკესთან“ ინტერვიუს დროს.

ჟურნალისტის კითხვაზე – მაგალითად, მაია ასათიანი, რომელზეც ნიუსები ვრცელდება, ნიკა გვარამიამ დასცინაო… – რაზეც ნიკა გვარამია პასუხობს:

“მე მაიაზე ცუდი არაფერი მითქვამს. მაია ასათიანი ძალიან ძლიერი “ტელევიზიონშიკია“, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ყვითელი გადაცემებს პერსპექტივა აღარ აქვთ. ამიტომ ჯობია, სხვა რამ გააკეთოს. ჩვენ მივიღეთ გადაწტყვეტილება, რომ ჩვენს არხზე ასე არ იქნებოდა და როგორც ხედავთ, ნანუკაც გადაფორმატდა სოციალურად მწვავე ტიპის თოქ შოუდ. მაიას გადაწყვეტილება ის იყო, რომ იმ არხზე დარჩა.

მაია ძალიან ნიჭიერი ჟურნალისტია, კარგი და ძლიერი ადამიანი და ათასი რამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ მან მიიღო გადაწყვეტილება ისევ “პროფილი“ აკეთოს “რუსთავის 2“-ზე. დანარჩენი აღარ არის ჩემი საქმე.“ – თქვა ჟურნალ “სარკესთან“ ინტერვიუს დროს ნიკა გვარამიამ.

ფოტო: WWW.FORTUNA.GE

Comments
Loading...