ჟურნალისტმა ვასილ დაბრუნდაშვილმა “ტვ პირველი” დატოვა

ვასილ დაბრუნდაშვილმა ტელეკომპანია “ტვ პირველი დატოვა.

ჟურნალისტი ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავადვე წერს და მასლობას უხდის არხის გუნდს

“მადლობით დავიწყებ იმ ადამიანების მიმართ ვისთან ერთადაც TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი- ზე ორ წელი ჩემი საქმე ვაკეთე. მადლობა, ჟურნალისტების ძალიან მაგარ თაობას, სტუდიის ოპერატორებს, რეჟისორებს, ტექნიკურ პერსონალს. ვთვლი, რომ ჩემი ძალიან მცირე წვლილი ამ არხის განვითარების ისტორიაში ჩემი შრომით მეც შევიტანე. პერსონალურ მადლობას ვეტყვი ჩემს მეწყვილეს, მართლა ცალკე სიამოვნება იყო შენთან ერთად საქმის კეთება. Eko Magradze ❤️ მადლობა არხის მენეჯმენტს და რა თქმა უნდა მადლობა, საინფორმაციო სამსახურის უფროსს, თანამშეომლობისთვის და ბევრ სიტუაციაში ურთიერთანადგომოსთვის. ამ არხს, მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას, მეტ საინტერესო პროექტს, ბევრ მაყურებელს და მაღალ რეიტინგს”,-წერს  დაბრუნდაშვილი.

Comments
Loading...