ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობიდან დღეს, 20 წელი გავიდა

ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობიდან დღეს,26ივლისს,20 წელი გავიდა.

ტელეკომპანია “რუსთავი2-ის”ჟურნალისტი 2001 წელს მოკლეს.

დღევანდელ თარიღს სოციალურ ქსელში გიორგი სანაიას ძმა,ვახო სანაია ეხმაურება  და წერს:

“კიდევ ერთი 26 ივლისი მოვიდა. ყველაზე მძიმე დღე ჩვენი ოჯახისთვის. გიორგის მკვლელობის დღე. 20 წელი გავიდა.

სამწუხაროდ, ვერ გავალ საფლავზე, რადგან გიორგის გვერდით რამდენიმე თვის წინ მამაჩემი დავკრძალეთ, რომლის სიკვდილს ვერაფრით შევეგუე. ვიცი, საშინელებაა, მაგრამ მას შემდეგ ვერ მივდივარ იქ. ვერ ვიპოვე ძალები. ალბათ ოდესმე შევძლებ “,-წერს ჟურნალისტი “ფეისბუქის”პირად გვერდზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

Comments
Loading...