ჟურნალისტ ნინო კვაჭანტირაძის პომიდორის საწებელი, რომელსაც დიდი მოწონება ხვდა წილად

“საუკეთესო პერიოდია ხარისგულა პამიდორისგან საწებელას დასამზადებლად… მისეულ და შეუდარებელ რეცეპტს გაგვიზიარებს ჩემი გულიანი, გურული მეგობარი ნინო კვაჭანტირაძე…“ – წერს ფეისბუქის გვერდზე გარდენია შევარდნაძის დამფუძნებელი ზურა შევარდნაძე.

“Mpress“-ს დაუკავშირდა ჟურნალისტ ნინო კვაჭანტირაძეს.

“არ მეგონა, თუ ასეთი გამოხმაურება ექნება, ჩემს მიერ შექმნილ პომიდორის საწებლის რეცეპტს. 80 ათასი გაზიარება ქონდა მარტო ჩემი ფეისბუქგვერდიდან…

გემრიელი საწებლისთვის საჭიროა შემდეგ ინგრენტიედი: 10 კილო პომიდორს ამოაჭერით ყუნწები, გადაჭერით შუაზე და ჩაყარეთ ქვაბში(ჭყლის დამატება არ უნდა) + 1 კილო გასუფთავებული სტაფილო, 2 კილო გათლილი, დაჭრილი ვაშლი,( სასურველია ანტონოვკა ან სხვა რბილი ვაშლი) 2 კილო ბულგარული წიწაკა, 500 გრამი მწარე წითელი წიწაკა,(ან უფრო ნაკლები სიცხარის მიხედვით) 1 კილო გაფცქვნილი ხახვი, 3 თავი ნიორი, ყველაფერი ერთად უნდა მოიხარშოს. რომ გაგრილდება დავაბლენდერებთ, დაუმატებთ მარილს გემოვნებით და 10 გრ ( 20 აბი) ასპირინს, ჩავასხამთ დამდუღრულ ქილებში ან ბოთლებში და ვინახავთ გრილ ადგილზე. ( გამოდის 20-22 ნახევარლიტრიანი). გემრიელად მიირთვით“. – გვითხრა ნინო კვაჭანტირაძემ.

ფოტოები აღებულია გარდენია შევარდნაძის ფეისბუქგვერდიდან.

Comments
Loading...