რამდენად უსაფრთხოა Zoom-ის აპლიკაცია,რომელსაც საკარანტინო რეჟიმისას განსაკუთრებული აქტიურობით მოიხმარს მსოფლიო

Zoom-ის აპლიკაციამ ,მსოფლიოში არსებული პანდემიური ვითარების ფონზე,განსაკუთრებული დატვირთვა მიიღო.ინფორმაციას ავრცელებს BBC

წინა კვირას, 24 მარტს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა,ბორის ჯონსონმა თვითერზე გამოაქვეყნა ფოტო,სადაც ჩანდა,რომ მას ჰქონდა პირდაპირი ჩართვა თავისი კაბინეტიდან და ამ ჩართვისათვის სწორედ რომ Zoom-ის აპლიკაციას იყენებდა.

ამ ფაქტმა წარმოშვა კითხვები იმის შესახებ,თუ რამდენად უსაფრთხოა Zoom მთავრობის ვიდეოკონფერენციებისათვის.

Zoom მაშინვე გამოეხმაურა ამ კითხვას და განაცხადა,რომ მზადაა ნებისმიერი კითხვის მისაღებად მთავრობის მხრიდან.

კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობამ განაცხადა,რომ ამდრომდე ეს აპლიკაცია არასდროს გამოიყენებოდა ასეთი შინაარსის მქონე შეხვედრებისათვის,თუმცა არ არსებობს ისეთი მიზეზი,რის გამოც საფრთხისშემცველი იქნება Zoom-ით სარგებლობა.

Zoom-ს წარსულში ჰქონდა გარკვეული ხარვეზები,თუმცა დღეს მას აქვს მკაფიო რეგულაციები უსაფრთხოებისათვის.

კიბერკონსულტანტი მოსახლეობას აძლევს რჩევას,რომ უბრალოდ ყურადღებით იყვნენ პარამეტრების არჩევისას და კარგადწაკითხვისა და გააზრების გარეშე ნუ დააჭერენ თანხმობისა და დასტურის ნიშანს.

 

Comments
Loading...