რამდენიმე მაღალი სასულიერო პირი,მათ შორის მიტროპოლიტი შიო, კორონავირუსით დაინფიცირდა

საქართველოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავით მახარაძე და ასევე, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე კორონავირუსით დაინფიცირდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბოდბის დედათა მონასტრის “ფეისბუქიდან” გახდა ცნობილი, სადაც დაინფიცირებულ მღვდელმთავრებს გამოჯანმრთელება უსურვეს.

ჯერჯერობით,უცნობია, ვაქცინირებულები არიან თუ არა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქები, უცნობია.

Comments
Loading...