“რამდენიმე ქართველი ქალი, რომელმაც კვერცხუჯრედი ჩააბარა ლაბორატორიაში… 700 ევროს უხდიდნენ“

საბერძნეთში ჩვილების გაყიდვის სკანდალურ საქმეში ახალი დეტალები იკვეთება. როგორც ცნობილია, დაკავებული 12 ადამიანიდან, სამი ქართველი ქალია. მათგან ერთ-ერთი კვერცხუჯრედის დონორი, ორი კი შუამავალი გახლდათ.

სქემის მიხედვით, ორგანიზებულ ჯგუფს საბერძნეთში სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩაჰყავდათ ქალები, სუროგაციის გზით ბავშვებს აჩენინებდნენ და შემდეგ უკანონოდ ყიდიდნენ, თავად ახალშობილებს კი მკვდრად აცხადებდნენ.

„პრაიმტაიმს“ ამ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის ახლობელი, რომელიც საქართველოდან საბერძნეთში წლების წინ წავიდა, უყვება, რომ სამედიცინო მანიპულაცია სალონიკში მდებარე კონსპირაციულ ლაბორატორიაში ხდებოდა.

„მის გარდა, პირადად მე ვიცი რამდენიმე ქართველი ქალი, რომელმაც კვერცხუჯრედი ჩააბარა ამ ლაბორატორიაში. 700 ევროს უხდიდნენ. არავინ იცოდა, რომ ეს უკანონო იყო. შეიძლება ითქვას, რომ თავად არიან მოტყუებულები“, – ყვება ქართველი ემიგრანტი.

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი ერსი ფოტოპულუ ადასტურებს, რომ წარმოშობით ქართველმა ქალმა კვერცხუჯრედი ნამდვილად გაყიდა, თუმცა მხოლოდ ერთხელ.

„მათ საბერძნეთის მოქალაქეობა აქვთ, თუმცა საქართველოში არიან დაბადებულნი. ერთი ამტკიცებს, რომ კვერცხუჯრედი მხოლოდ ერთხელ გაყიდა“, – ამბობს ბერძენი ადვოკატი.

www.primetime.ge

Comments
Loading...