რატომ ეცვათ შავები რომის პაპთან შეხვედრისას მელანია და ივანკა ტრამპებს (ფოტოკოლაჟი)

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპული ტურნე დაიწყო. შეერთებული შტატების პრეზიდენტი და პირველი ლედი იტალიაში ჩავიდნენ, სადაც დონალდ ტრამპი რომის პაპს შეხვდა.
ფრანცისკე პირველმა დონალდ ტრამპი მეუღლესთან ერთად მიიღო, შემდეგ კი მათ ამერიკის ოფიციალური დელეგაციის წევრებიც შეუერთდნენ, მათ შორის დონალდ ტრამპის ქალიშვილი ივანკა და მისი ქმარი ჯარედ კუშნერიც.

საუდის არაბეთში ვიზიტისგან განსხვავებით, რომის პაპთან შეხვედრისისას მელანია და ივანკა ტრამპებმა პროტოკოლი დაიცვეს და ფრანცისკე I-ს შავი კაბებითა და თავსაბურავებით შეხვდნენ.

შავი სამოსი ვატიკანში ვიზიტის ოფიციალური დრესკოდია და პაპისადმი პატივისცემის გამოხატულებაა.


შავი სამოსი ეცვა პაპთან შეხვედრისას მიშელ ობამასაც 2009 წელს.

 

წყარო: ნიუპოსტი

Comments
Loading...