კახეთში ორ პირს ჰომოფობიურ ნიადაგზე გაუსწორდნენ? – რას ამბობს შსს

„რეგინფოს“ ინფორმაციით, კახეთში ლგბტ თემის ორი წარმომადგენელი ცემეს. ინციდენტი 17 მაისს, ღამით მოხდა. გამოცემის ინფორმაციით, ლგბტ თემის წევრები მეგობართან სტუმრად იმყოფებოდნენ. ისინი მასპინძლის თანასოფლელმა მამაკაცმა ე.წ. „მონტიროვკით“ ცემა.
„რეგინფო” ერთ-ერთი დაზარალებულის კომენტარსაც ავრცელებს: „რომ შემოვიდა ეზოში, ხელში რკინის ე.წ. მონტიროვკა ეჭირა. დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში რამდენჯერმე შემომხედა და მერე 3–4–ჯერ, განზრახ ჩამარტყა თავში. გონება რომ დავკარგე, მერეც მირტყამდა თურმე. ჩემი მეორე მეგობარი მის შეკავებას ცდილობდა და მასაც მოხვდა“, – ამბობს ლგბტ თემის წევრი.

“ნიუპოსტი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ დაზარალებულები მომხდარს ჰომოფობიურ ნიადაგს არ უაკვშირებენ.

შს სამინისტროში აღნიშნავენ, რომ გამოძიება სსკ–ის 126–ე მუხლით დაიწყო, თავდამსხმელს კი ბრალს უახლოეს დღეებში წარუდგენენ.

მღებრიშვილის უწყებაში “ნიუპოსტს” განუცხადეს, რომ “ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, თუმცა გამორიცხავს, რომ მოქალაქეები ჰომოფიბიურ ნიადაგზე სცემა, დაზარალებულებსაც არ გამოუთქვამთ პრეტენზია რომ მათ ჰომოფობიურ ნიადაგზე გაუწორდნენ”.

წყარო: ნიუპოსტი

Comments
Loading...