რემბრანდტის ავტოპორტრეტი აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა
რემბრანდტის ნახატი (ჰარმენს ვან რეინი, 1606-1669) ლონდონში, აუქციონზე რეკორდულ ფასად, 14,5 მილიონ ფუნტად (18,7 მილიონი აშშ დოლარი) გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Sotheby’s აუქციონის სახლი ავრცელებს.
ნახატი 12-16 მილიონ ფუნტად იყო შეფასებული (15-20 მილიონი აშშ დოლარი), ექვსი კოლექციონერი ცდილობდა მის შეძენას.
ეს სურათი 1632 წელს დაიხატა.მაშინ მხატვარი 26 წლის იყო. ნახატი ითვლება ძალიან იშვიათობად.
Sotheby’s–ის თანახმად, ეს არის ორიდან ერთ-ერთი ნახატი, რომელშიც რემბრანდტმა თავისი თავი სადღესასწაულო ტანისამოსში გამოსახა.
მხატვრის წინა ავტოპორტრეტი აგრეთვე 6,9 მილიონ ფუნტად გაიყიდა.