“რესპუბლიკური პარტია” მეორე ტურში მხარს გრიგოლ ვაშაძეს უჭერს

“რესპუბლიკური პარტია” საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერას “გაერთიანებული ოპოზიციის” საპრეზიდენტო კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს უჭერს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა.

“ჩვენ გვინდა მხარდაჭერა გამოვხატოთ გრიგოლ ვაშაძის მიმართ საპრეზიდენტო არჩევნებში, “რესპუბლიკური პარტია” მას მხარს უჭერს.

განვიხილეთ ის საკითხები რაც ინტერესის საგანია, მათ შორის ისეთი საკითხები, როგორიცაა რომ პრეზიდენტმა უნდა იზრუნოს რომ პრეამბლუაში ავიდეს ევროპული ინტეგრაციის საკითხები ნატო და ა.შ. რაც არის კონსტიტუციაში მაგრამ პრეამბლუაში არ არის. ჩვენ ასევე ვიმსჯელეთ იმაზე, რომ ვინც არიან შეძენა-შენახვაზე მსჯავრდებულები პრეზიდენტმა შეიძლება შეიწყალოს. გარდა ამისა საუბარია ძალიან სერიოზულ ცვლილებებზე”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბერს გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილი და გრიგილ ვაშაძე მიიღებს.

Comments
Loading...