რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: რუსეთი თურქეთის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, მისი ქვეყნისთვის რუსეთთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია და ეს ნატო-ს მოკავშირეებთან ურთიერთობებზე დამოკიდებული არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

”რუსეთი თურქეთის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია, მაგრამ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობები არ შეიძლება სხვა მოკავშირეებთან ურთიერთობის ალტერნატივა  იყოს – პირიქით, ისინი ერთმანეთთან ურთიერთობებს ავსებენ”,-განაცხადა ერდოღანმა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთის სახელმწიფო  “შეუცვლელი ქვეყანაა ნატოსთვის”, და თავად ალიანსს  ყოვლისმომცველი რეფორმები სჭირდება.

როგორც თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, იგი იმედოვნებს, რომ ევროპის ქვეყნები თურქეთს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარს დაუჭერენ.

ადრე, სირიაში თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ ქურთული შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ოპერაციის დაწყების შემდეგ, ასევე რუსეთიდან S-400 ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემების შეძენის გამო, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნატო-ს მთლიანობაში ეჭვი შეიტანა და ალიანსის “ტვინის სიკვდილის” შესახებ განაცხადა.ერდოღა

3 ნოემბერს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლაში თურქეთის წვლილის შესახებ ისაუბრა და  გაიხსენა, რომ ქვეყანამ სირიისგან ლტოლვილების უდიდესი რაოდენობა მიიღო, ასევე თავდასხმებისგან ყველაზე მეტად დაზარალდა.

Comments
Loading...