რიკოთის გვირაბთან მიკროავტობუსი მოცურდა და კლდეს შეასკდა
რიკოთთან მიკროავტობუსი კლდეს შეეჯახა, შემდეგ კი გადაბრუნდა, – ინფორმაციას “მოზაიკა” ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.
“რიკოთის გვირაბთან, “ფორდის” მარკის მიკროავტობუსი გზაზე მოცურდა და კლდეს შეასკდა. მერე ცალ გვერდზე გადაბრუნდა”, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
ფოტო – არქივი
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.