როგორია ბათუმში  დაჭრილი 33 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა 

ბათუმის ბულვარში დაჭრილი 33 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაჭრილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

დილით შემოიყვანეს, 7:55 წუთზე. ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა, აღენიშნებოდა გულ-მკერდის უკანა ზედაპირზე შემავალი ჭრილობა. პაციენტს ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მაინც რჩება საყურადღებოდ. გრძელდება დინამიკაში დაკვირვება და მკურნალობა“, – აცხადებენ, ბათუმის რწფერალურ კლინიკაში.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ბათუმის ბულვარში კაცმა 33 წლის ქალის დაჭრის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო.

Comments
Loading...