როგორია დაშავებული მეშახტეების ჯანმრთელობის მდგომარება
ტყიბულის რაიონული საავადმყოფოს მენეჯერი იური ელიაშვილი აცხადებს, რომ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული 5 ადამიანიდან 2-ის მდგომარეობა მძიმეა.
“ხუთი მეშახტე შემოიყვანეს დამწვრობებით, აქედან 1 ადამიანი უკვე გადავიყვანეთ თბილისში დამწვრობის ცენტრში, კიდევ 2 ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ამ ორი პაციენტიდან კიდევ ერთი გადაგვყავს თბილისში, დანარჩენების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია”, – განაცხადა იური ელიაშვილმა.
შეგახსენებთ, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში გამთენიისას, აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 6 დაშავდა.