როგორია პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა – ექიმის კომენტარი

ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ლიტურგიის ჩასატარებლად მისული საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე შეუძლოდ გახდა.

როგორც  პატრიარქის პირადი ექიმი ცისანა შარტავა აცხადებს,  ილია მეორე ამ დროისთვის სახლშია  და თავს კარგად გრძნობს.

“პატრიარქი ცუდად არ გამხდარა. ცოტა გაციების საწყისი სტადია ჰქონდა. დილითვე ვთხოვეთ პატრიარქს არ წაბრძაბენულიყო, მაგრამ მაინც წავიდა. სავარაუდო წნევის ცვალებადობა მოხდა, რის გამოც შეუძლოდ გახდა. სახლშია, ნორმალურად გრძნობს თავს, კარგად არის, არაფერის საგანგაშო”, – განაცხადა ცისანა შარტავამ.

 

 

Comments
Loading...