როგორი შეიძლება იყოს კონსტიტუცია – მოდელები და სახეები

კონსტიტუცია უმთავრეს როლს თამაშობს ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ (და არა მხოლოდ) საკითხებში. ის, ასევე დემოკრატიულ სახელმწიფოში ერთ-ერთი ძირითადი გარანტია ადამიანის უფლებების დაცვის.

ბევრ ტექსტშია კონტექსტი  კონსტიტუციასთან მიმართებაში – „…ყველაზე მაღლა მდგომი კანონი…მთავარი კანონი…“ . რა თქმა უნდა, ის იერარქიით ყველა კანონზე მაღლა დგას, თუმცა, კონსტიტუცია უფრო მნიშვნელოვანი რამაა, ვიდრე მხოლოდ „კანონი“. კონსტიტუცია განსაზღვრავს სახელმწიფოს მოდელს და მის მომავალს, თუ, როგორი სახელმწიფო უნდა აშენდეს. ეს მოიცავს – პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ და ა.შ სხვა ასპექტებს. ამიტომაც უფრო სამართლიანი იქნება, თუ მას შევხედავთ, როგორც „სახელმწიფოს შენების, განვითარების“, პოლიტიკური წყობილების მოდელს და არა, როგორც  მხოლოდ „კანონს“.

კონსტიტუციები დაყოფილია კლასიფიკაციათა სხვადასხვა ნიშნით. კონსტიტუციები დაყოფილია:

ფორმის მიხედვით – არსებობს დაწერილი და დაუწერელი კონსტიტუციები. დაწერილი და დაუწერელი კონსტიტუციები იმით განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ ამ უკანასკენს არ გააჩნია ერთიანი სისტემატიზირებული სახე. ის მოიცავს სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებს, ხოლო დაწერილი კონსტიტუცია ერთიანი, სისტემატიზირებული სახითაა.

კონსტიტუცია, ძირითადად დაწერილი ფორმით გვევლინება, მაგ. აშშ_ს კონსტიტუცია, ინდოეთის კონსტიტუცია, საფრანგეთის კონსტიტუცია, საქართველოს კოსნტიტუცია და ა.შ…

დაუწერელი კონსტიტუციის თვალსაჩინო მაგალითია – ინგლისის დაუწერელი კონსტიტუცია. ასევე ისრაელის კონსტიტუცია, რომელიც ერთიანი სისტემატიზირებული სახით არ გვევლინება. არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, სხვადასხვა სტატიებში თუ კვლევებში, აღნიშნულია, რომ ახალ ზელანდიას არ გააჩნია „დაწერილი კონსტიტუცია“. თუმცა, არსებობს ამის საპირისპირო მოსაზრებაც, რომ „ახალი ზელანდიის კონსტიტუციას შეცდომით აღწერენ, როგორც დაუწერელ კონსტიტუციას…“[1].

მოქმედების ვადით – კონსტიტუციების კლასიფიკაცია ასევე დაყოფილია მისი მოქმედების ვადის მიხედვით, კერძოდ კი, დროებითი და მუდმივი. დროებითი კონსტიტუციები, მიღებულია გარკვეული ვადით ან გარკვეული ფაქტის დადგომამდე, შემდეგ კი, წყვეტს მოქმედებას. მუდმივი კონსტიტუციების შემთხვევაში კი, მოქმედებს განუსაზღვრელი დროით.

დამატებების/ცვლილებების შეტანის მხრივ – არსებობს კონსტიტუციები, სადაც გამკაცრებულია დამატებებისა და ცვლილებების შეტანა, ანუ არსებობს მკაცრი  და მოქნილი კონსტიტუციები. მკაცრი კლასიფიკაციის მქონე კონსტიტუციებში, რთული პროცედურაა გასავლელი ცვლილებების ან დამატებების შესატანად. ასეთი კონსტიტუციის საუკეთესო მაგალითია აშშ-ს კონსტიტუცია. მოქნილი კონსტიტუციებში კი, ცვლილებების განხორციება ხდება ჩვეულებრივ.

საზოგადოებრივ ურთიერთობებთან შესაბამისობის მიხედვით – გამოირჩევა ფაქტიური  და რეალურის მიხედვით.  ფაქტიური არ არის შეესაბამება საზოგადოებრივ ურთიერთობებს, ხოლო რეალური – პირიქით.

ეს, ის ოთხი ძირითადი კლასიფიკაციაა, რომელიც კონსტიტუციებს ახასიათებთ. თუმცა, დამატებით არსებობს სხვა კლასიფიკაციებიც, ესენია: მონარქიული და რესპუბლიკური კონსტიტუცია. ფედერაციული და უნიტარული კონსტიტუცია. ტოტალიტარულიავტორიტარული და დემოკრატიული კონსტიტუცია.

Comments
Loading...