“როგორც კი თავისუფალი დრო მექნება, ნარკოტესტს ჩავაბარებ”- გახარია

ასე უპასუხა “კურიერის” წამყვანის კითხვას ნარკოტესტთან დაკავშირებით თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ.

“როგორც კი თავისუფალი დრო მექნება, ნარკოტესტს ჩავაბარებ” – განაცხადა გიორგი გახარიამ, რომელმაც ჟურნალისტის კითხვაზე, გააკეთებდა თუ არა ამას ხვალვე, უპაუხა: ვინმემ უნდა განმისაზღვროს მე დრო? ხვალ გავაკეთებ თუ ზეგ? როცა დრო მექნება არჩევნებამდე, მაშინ ჩავაბარებ. კახამ ხომ ჩააბარა ტესტი კოკაინზე, ახლა მაინტერესებს დებატების ტესტს როგორ ჩააბარებს და მე ჩემს ტესტს როგორმე მივხედავ” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Comments
Loading...