როგორც ჩანს, ილია მეორემ იცის რომ მოსმენის ობიექტია, და ამიტომ, დას მინიშნებებით ელაპარაკება

პატრიარქის მოსმენის ახალი ფაილები – სუსი ადგენდა, რა მიზნით გააგზავნა უწმინდესმა მისი და ვლადიკავკაზში.

ჩანაწერები 2019  წლის 20 ნოემბრით თარიღდება. ეს რიგით მეორე ფაილია, რომელიც უშუალოდ პატრიარქის უკანონო მოსმენას ადასტურებს.

როგორც ჩანს, ილია მეორემ იცის რომ მოსმენის ობიექტია, და ამიტომ დას მინიშნებებით ელაპარაკება. რაც სუსს აბნევს და პატრიარქზეც კი საეჭვო ცნობას წერს.

ირკვევა, რომ უთვალთვალებდნენ პატრიარქის დას და ძმისშვილს, მათ შორის სასაფლაოზე მომხდარი ჩხუბის შესახებ სუსმა ოპერატიული ცნობაც კი დაწერა.

“ტვ პირველი”

 

Comments
Loading...