როგორ აღნიშნავენ აღდგომას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

აღდგომა ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული დღესასწაულია. ამ დღეს მორწმუნეები ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას აღნიშნავენ.

    1. ფინეთი – ტოტების კონა და ცეცხლის ალი

 

სკანდინავიურ ქვეყნებში, ბავშვები შეღებილი სახითა და რამდენიმე ტოტისგან შეკრული კონით ხვდებიან აღდგომას. დასავლეთ ფინეთში კი ცეცხლს ანთებენ, რადგან სკანდინავიური ტრადიციის მიხედვით, ცეცხლის ალი ნებისმიერ გრძნეულს დააფრთხობს და აღდგომის დღის კარგად გატარება გარანტირებულია.

 

 

        2. პოლონეთი – წყლით გაწუწვა

 

Smingus-Dyngus ასე ჰქვია პოლონურ სააღდგომო ტრადიციას, რომლის მიხედვითაც პოლონელი ბიჭები წყლით სავსე ჭურჭლიდან სხვების გაწუწვას ცდილობენ. ლეგენდის თანახმად გოგოები რომლებიც დასველდებიან, წლის ბოლომდე აუცილებლად იქორწინებენ.

 

 

         3. საფრანგეთი – გიგანტური ომლეტი

აღდგომის პერიოდში საფრანგეთის ერთ-ერთ პატარა ქალაქში, ჰაუხში, გამგზავრებამდე ჩანგლები აუცილებლად მოიმარაგეთ, რადგან ქალაქის მთავარ ქუჩაზე გიგანტური ომლეტი დაგხვდებათ, რომლსაც 4 500 კვერცხით ამზადებენ და ასობით ადამიანს უმასპინძლდებიან.

როდესაც ნაპოლეონი თავის ჯართან ერთად სამხრეთ საფრანგეთში მოგზაურობდა, ისინი ერთ პატარა ქალაქში გაჩერდნენ და ომლეტი მიირთვეს. ნაპოლეონმა მოქალაქეებს სთხოვა მოეტანათ კვერცხები და ყველას ერთად ერთი დიდი და გიგანტური ომლეტი მოემზადებინათ. სწორედ აქედან იღებს სათავეს აღნიშნული ტრადიცია.

 

        4. საბერძნეთი – ქოთნების გადაგდება

 

ძველი ქოთნების ფანჯრიდან სროლა ბერძნული სააღდგომო ტრადიციაა, რაც სიმბოლურად რაღაც ახლის დასაწყისსა და გაზაფხულის დადგომას უკავშირდება.

 

             5. აშშ – ფერადი კვერცხების გორაობა

 

ამერიკელები ფერად მოხარშულ კვერცხებს სპეციალური გრძელი კოვზებით მიწაზე აგორავებენ. თუმცა ეს სანახაობა დღეს ბევრად მრავალფეროვანია და კვერცხების გორაობასთან ერთად, იმართება კონცერტები, თამაშები და სპორტული ღონისძიებები. ამერიკული სააღდგომო ტრადიციის განუყოფელი ნაწილია სააღდგომო ბაჭია და შოკოლადის კვერცხები.

 

              6. ისრაელი – ქრისტეს გზა

 

ისრაელში ადამიანები იმ გზას გადიან,რომელიც ქრისტემ გაიარა და ჯვარი ზიდა. გზის საბოლოო დანიშნულების ადგილი კი აღდგომის ტაძარია, სადაც მორწმუნეების აზრით ,იესო ჯვარცმის შემდგომ გადაასვენეს.

 

 

წყარო : on.ge

Comments
Loading...