“როგორ გაჭირდება უშენოდ ცხოვრება” – ბელა ალანია ძალიან სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

„ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მეუღლე, პოეტი  ბელა ალანია  სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც მისი “ფეისბუკ-პოსტიდან” ირკვევა, გარდაიცვალა მათი ნათესავი, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც პოლონეთში იმყოფებოდა.

„როგორ გაჭირდება უშენოდ ცხოვრება… ჩემო გიორგი. სიკეთის, კეთილშობილების განსახიერება იყავი. წარსულ დროში როგორ უნდა გახსენოთ. ჩემს შვილებს დააკლდება შენნაირი მეგობარი, ნათესავი… საქართველოს კი ძალიან მაგარი ბიჭი, რომელსაც შვილიც არ დარჩა.

რატომ უნდა დაგჭირვებოდა სამშობლოდან პოლონეთში გადახვეწა, ძნელი მისახვედრი არაა… ასე უეცრად ლოგინში გარდაცვალება არ შეგშვენოდა, გიო. არ მჯერა, რომ ვერასოდეს გნახავ. ჩემო ბიჭო, ჩემო ბუნჩულა, ჩემო სიყვარულის ადამიანო“ …

Comments
Loading...