“როგორ ვარეგულიროთ კორონასტრესი“ – საჯარო ონლაინსემინარი გაიმართება

25 მარტს, 15:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით, გაიმართება საჯარო ონლაინსემინარი თემაზე: „როგორ ვარეგულიროთ კორონასტრესი”.

საჯარო ონლაინსემინარს წარუძღვება ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი თეა გოგოტიშვილი.

„დღეს, როცა ყველა მედიამაუწყებლობა, მთელი მსოფლიო გასცემს რეკომენდაციებს, თუ როგორ დავიცვათ ორგანიზმი კორონავირუსით ინფიცირებისგან, კაცობრიობა კარანტინის რეჟიმზეა გადასული და ვირუსის გავრცელების მასშტაბებს ადევნებს თვალყურს, არანაკლები აქტუალობა შეიძინა ადამიანთა ფსიქიკურ ჯანმთელობაზე ზრუნვამ.
როგორ გავუმკლავდეთ კორონა ვირუსის თანამდევ სტრესს;
როგორ გადავიდეთ ონლაინკონტაქტებზე და ვადაპტირდეთ კარანტინის რეჟიმთან?
როგორ ვმართოთ სტრესით გამოწვეული შფოთვა და ნეგატიური განცდები?
ამ და სხვა აქტუალურ საკითხებს შეეხება ონლაინსემინარი“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სემინარის ხანგრძლივობაა – 20-30 წუთი.

 

 

წყარო:kvira.ge

Comments
Loading...