როგორ უნდა მოვიხმაროთ პირბადე სწორად და უსაფრთხოდ – სპეციალისტის რეკომენდაციები

ბევრმა არ იცის, რომ პირბადის არასწორმა მოხმარებამ შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობას უფრო მეტი ზიანი მოუტანოს, ვიდრე მისმა გამოუყენებლობამ. სწორედ ამ თემაზე მედიის წარმომადგენლებთან რეკომენდაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბიოუსაფრთხოების სამმართველოს უფროსმა გელა მგელაძემ გასცა.

გელა მგელაძის თქმით, სწორად მოხმარებული პირბადე კორონავირუსით დაინფიცირების რისკს ამცირებს.

„კორონავირუსი წვეთოვან-კონტაქტური გადეცემა. ანუ წვეთი უნდა მოგხვდეს, ან ცხვირში, ან პირში, ან თვალში შესაბამისად ეს პირბადე გვიცავს ცხვირისა და პირის ლორწოვანს. ამიტომ მის ტარებას ნამდვილად აქვს დაცვის საშუალება, თუმცა მნიშვნელოვანია მოვისმხაროთ სწორად.

ყველგან პირბადით სიარულს აზრი არ აქვს. როდესაც ურთიერთობა გვაქვს ადამიანებთან დახურულ სივრცეში, მაშინ პირბადის გამოყენება არის საჭირო!

ნიღბის მოხმარებასაც თავისი წესი აქვს. უნდა გვახსოვდეს, რომ ნიღაბი არის ფილტრი, მასში არსებული წვეთები ფიქსირდება ამ ნიღბის ზედაპირზე. ჩვენ როდესაც ნიღბით ვართ, ნიღბის ზედაპირზე ხდება ამ წვეთების კონცენტრირდება, ორი საათის შემდეგ ამ ნიღბის ზედაპირი მაღალი კონცენტრაციის შემცველი ვირუსის მატარებელია. ამიტომ როდესაც ვიხნით ნიღაბს, ხელით არასდროს არ უნდა შევეხოთ ზედაპირს. ყოველთვის ყურების მხრიდან უნდა მოვიხსნათ და ისე გადავაგდოთ“, – განაცხადა მგელაძემ.

საზოგადოებაში არსებობს რამდენიმე მოსაზრება თუ როგორ უნდა გავიკეთოთ ნიღაბი სწორად. როგორც გელა მგელაძე აცხადებს, ნიღბის მწარმოებლების რეკომენდაციით, თეთრი მხარე უნდა იყოს შიგნით, ხოლო მუქი მხარე გარეთ.

„ვინც ეს ნიღბები გამოუშვა ასეთ რეკომენდაციას ავრცელებს, რომ თეთრი მხარე წვეთებს კარგად იჭერს, ამიტომ ის შიგნით უნდა მოვაქციოთ, რადგნა ჩვენგან გამოყოლილი წვეთები სხვებს არ მოხვდეთ. ხოლო ლურჯი წვეთებს კარგად ირეკლავს, ამიტომ ის უნდა მოვაქციოთ გარეთ. პირიქითაც რომ გავიკეთოთ არაფერი დაშავდება, თავის ფუნქციას შეასრულებს.

რაც მთავარია, უნდა გავითვალისწინოთ, ის რომ ნიღაბი ერთჯერადია, ამიტომ მისი ტარება 2 საათზე მეტხანს არ შეიძლება“, – განაცხადა მგელაძემ.

ნიღბებთან ერთად საზოგადოებამ კორონავირუსისგან თავის დასაცავად რესპირატორის გამოყენებაც დაიწყო, თუმცა როგორც გელა მგელაძე აცხადებს, ამის საჭიროება საერთოდ არ არსებობს.

„ნიღაბი არის წვეთებისსგან დასაცავად ფილტრი, რომელიც წვეთებს აკავებს და ჩვენს ლორწოვანამდე არ უშვებს.

რესპირატორი უფრო მაღალი დონის დაცვაა. აკეთებს როგორც წვეთოვან დაცვას ასევე აეროზოლის. ნიღაბი აეროზოლებისგან არ იცავს. კორონავირუსი კი როგორც იცით კონტაქტური გადაცემით გადადის, ამიტომ რესპირატორის გამოყენება ამ შემთხვევაში ზედმეტია. თუ გამოვიყენებთ ცუდი არაა, თუმცა რთულია, რადგან სუნთქვას აძნელებს.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ როგორც პირბადის შემთხვევაში, რესპირატორული ნიღბის გამოყენებაც 2-3 საათზე დიდხანს არ შეიძლება“, – განაცხადა მგელაძემ.

Comments
Loading...