როგორ შეიცვალა სილამაზის სტანდარტები 100 წლის განმავლობაში

რა არის სილამაზე? საუკუნეების განმავლობაში ამ კითხვაზე პასუხი სხვადასხვაგვარი იყო. ძველ ეგვიპტეში სამაგალითოდ მიიჩნეოდა გოგონა ფართე მხრებით, თხელი თეძოებითა და დიდი თვალებით. ანტიკურ ხანაში სილამაზის მათემატიკური ფორმულაც კი არსებობდა, რომელიც ემყარებოდა ე.წ "ოქროს კვეთის" პრინციპს. შუა საუკუნეებში მოდაში შემოვიდა "ანგელოზის" გარეგნობა:თოვლივით თეთრი კანი, ოქროსფერი თმა. ეს ყოველივე,ნაწილობრივ,თანამედროვე ქალების გარეგნობაშიც აისახა.

Салли Рэнд, Клара Боу, Айседора Дункан
1920-იანი წლები
პირველმა მსოფლიო ომმა ბევრი ქალი აიძულა,უარი ეთქვა რომანტიულ და მეოცნებე გარეგნობაზე და ისინი უფრო მეტად გაბედული და თავისუფლებისმოყვარე სახით გვევლინებოდნენ-გამომწვევი,მკვეთრი მაკიაჟით,ღია სამოსით,მძივებითა და ბუმბულებით მორთული კოსტიუმებით,მუქი ფერის თმით. აქტუალური იყო წელის ვიწრო სტანდარტი,რომელიც დილის ვარჯიშითა და კორსეტის ტარებით მიიღწეოდა.
ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ რესტორნებში დილამდე გართობა. ადამიანები ცხოვრებისაგან ყველაფრის მიღებას ცდილობდნენ. მაგალითად : ამერიკელი მსახიობი კლარა ბოუ, ბურლესკის ვარსკვლავი სალი რენდი, თავისუფალი ცეკვების შემქმნელი აისედორა დანკანი.
Марлен Дитрих, Кэрол Ломбард, Грета Гарбо

1930-იანი წლები

სრულიად ახალი დრო. ძლიერდება ახალი პოლიტიკური რეჟიმები: გერმანიის ხელისუფლებაში მოდის ადოლფ ჰიტლერი, აშშ-ში კი იწყება დიდი დეპრესია.
ყოველივე ეს კი აისახა მოდის სამყაროშიც: სილუეტი გახდა უფრო მკაცრი და კონსერვატიული. ელიტარული სამყაროს მხოლოდ რამდენიმე წარმომადგენელიღა ახერხებდა სალონური საღამოებისა და წვეულებების მოწყობას,თუმცა აქტუალური რჩება ერთი ტენდეცია-თხელი და ქალური ფიგურა.
ამას ოსტატურად უსვამდა ხაზს მარლენ დიტრიხი (სმოკინგსა და ცილნდრიშიც კი),კინოვარსკვლავი გრეტა გარბო,რომლიც გარდერობიც ძირითადად ელეგანტური კაბებით იყო სავსე ,და კერილ ლომბარდი.

 

Вивьен Ли, Рита Хейворт, Любовь Орлова

1940-იანი წლები

მეორე მსოფლიო ომი. გოგონები ცდილობენ იყვნენ მეტად ბუნებრივები-მინიმუმამდე დაყვანილი მაკიაჟით, მოვლილი თმითა და თბილი ღიმილით.
ბევრმა გადაიღო ვივიენ ლის ვარცხნილობა, ბევრიც კი რიტა ჰეივორტის კაბების მსგავს სამოსს ეძებდა. სსრკ-ში კი ბევრმა არჩია ტუჩის ბუნებრივი ფერი და ფორმა ისე,როგორც ეს ლიუბოვ ორლოვას გმირს აქვს ფილმში “გაზაფხული”.

 

Мэрилин Монро, Одри Хепберн, Людмила Гурченко

 

1950-იანი წლები

ომის შემდგომ მოდაში კვლავ ქალურობა და სექსუალურობა ბრუნდება. 1947 წელს კრისტიან დიორმა წარადგინა კოლექცია New Look ,სადაც აქცენტი გადატანილი იყო წელსა და გულმკერდზე.
ჰოლივუდის “სექს-სიმბოლო” მერლინ მონრომ, იდეალური პარამეტრებისთვის ,რამდენიმე ნეკნიც კი ამოღო. ოდრი ჰეპბერნი კი დღემდე იწვევს აღფრთოვანებას თავისი ბუნებრიობით. სსრკ-ში კი სტილის ხატად იქცა ლუდმილა გურჩენკო,რომლის წელის ზომაზეც ლეგენდები დადიოდა.

 

Анастасия Вертинская, Брижит Бардо, Твигги

1960-იანი წლები

რადიკალური ცვლილებებისა და ახალი აღმოჩენების დრო. სსრკ და აშშ ცივი ომის შუაგულშია, იური გაგარინი ხდება პირველი ადამიანი,რომელიც გაფრინდა კოსმოში,ახალგაზრდების თავში კი -როკ-ენ-როლი, სექსუალური რევოლუცია და ჰიპების ფილოსოფია.
მოდის მიმდევრებს ,ფაქტობრივად,არ აქვთ საზღვრები.რაც ნაკლებია ტანსაცმელი, მით უკეთესი-სილამაზე უნდა იყოს ხაზგასმული და არა-დამალული და დაფარული.ამ დავალებას შესანიშნავად გაართვა თავი ბრიჯიტ ბარდომ.
ანასტასია ვერტინსკი კი გახდა დახვეწილი სექსუალურობის სიმბოლო ,როგორც დასავლეთში,ისე აღმოსავლეთში.
მთელმა მსოფლიომ შეიტყო ახალი ვარცხნილობის,ტვიგის შესახებ. თმის შეჭრის ასეთი ტენდეციია შემოიტანა ბრიტანელმა სუპერმოდელმა,მსახიობმა და მომღერალმა-ლესლი ჰორბნიმ და დიზაინერები ჩვენებებისთვის მის მსგავს მოდელებს ეძებდნენ.

Фэрра Фосетт, Джейн Биркин, Джейн Фонда

 

1970-იანი წლები

სანამ პოლიტიკაში სტაგნაცია სუფევდა,მოდის ინდუსტრიაში გარდაქმნები გრძელდებოდა. დაიწყო სხვადასხვა სტილის კომბინაცია. კლასიკური,სპორტული,დისკო,უნისექსი-სულერთია. მთავარია მიმზიდველობა და ყურადღების მიქცევა.
აქედან გამომდინარე,ტენდენციური გახდა ჯეინ ფონდისა და ფერი ფოსეტის მსგავსი ვარცხნილობები. მოდური იყო ჯინსები და თავისუფალი სტილის პერანგები,რომელიც ძალიან უყვარდა მსახიობსა და სუპერმოდელს ჯეინ ბირკინს.მხოლოდ მაკიაჟი დარჩა ბუნებრივი,გარდა საღამოს მაკიაჟისა.

 

Ким Бейсингер, Мишель Пфайффер, Елена Сафонова

1980-იანი წლები

ამ პერიოდის მთავარი ნიშნებია : მყვირალა მაკიაჟი,მხრის ბალიშები, მაღალწელიანი ჯინსები.
ყველაზე მიმზიდველ მსახიობებად მიიჩნეოდნენ კიმ ბესინჯერი და მიშელ პფაიფერი.
სსრკ-ში კი მოდური გახდა ელენა საფინოვას ვარცხნილობა,ფილმიდან “ზამთრის ალუბლები”.

 

Памела Андерсон, Синди Кроуфорд, Деми Мур

1990-იანი წლები

ამ პერიოდში უპირატესობა ენიჭება სპორტულ აღნაგობას, დიდ მკერდსა და ტუჩებს.სენსაცია მოახდია პამელა ანდერსონის გამოჩენამ ტელეეკრანებზე, სერიალიდან “მაშველები”. მისმა ფიგურამ იმდენად დიდი შთაბეჭდილება გამოიწვია,რომ ბევრი გოგონა პლასტიკურ ოპერაციებს იკეთებდა იმისათვის,რომ გამხდარიყვნენ მისი მსგავსნი.
ამავე პერიოდის აღიარებული “სექს-სიმბოლოები” იყვნენ : დემი მური, სინდი კროუფორდი, შერონ სტოუნი.

 

Анджелина Джоли, Кейт Мосс, Шарлиз Терон

2000-იანი წლები

ამ პერიოდში ყველაფრის ტარება ნორმად ითვლება. ცნობილ ადამიანებს,წითელ ხალიჩაზე,შეეძლოთ სპორტული სამოსით, სამხედრო სტილის შარვლებითა და უცნაური ვარცხნილობებით გაევლოთ,თუმცა ამ დროსაც არსებობდნენ იდეალური ქალები.
ანჯელინა ჯოლი, შარლიზ ტერონი-20 წლის შემდეგაც რჩებიან ქალურობისა და სექსუალურობის სიმბოლოდ.
კეიტ მოსი კი ნათელი მგალითი ხდება იმისა,თუ როგორ შეიძლება იყო სუპერმოდელი ზედემტი ძალისხმევის გარეშე.

 

Ким Кардашьян, Скарлетт Йоханссон, Ирина Шейк

2010-იანი წლები

პირველ ნახევარში არ შეინიშნება ძირეული ცვლილებები,თუმცა ცოტა მოგვიანებით იცვლება სილამაზის სტანდარტები და პარამეტრები -90-60-90-ზე აღარ წარმოადგენს აუცილებლობას.

ამის მაგალითად გვევლინებიან სკარლეტ იოჰანსონი და კიმ კარდაშიანი.

რუსი სუპერმოდელი-ირინა შეიკი კი ამკვიდრებს იმის ტენდეციას,თუ როგორ შეიძლება პოდიუმის სამოსის მორგება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

წყარო: ria.ru

 

 

 

Comments
Loading...