„როდის გადადგებით?” – ჟურნალისტების უპასუხო კითხვა პრემიერ მინისტრს

“როდის გადადგებით?” – მის მიმართ არსებულ ერთადერთ შეკითხვას პრემიერმინისტრმა არ უპასუხა.
ჟურნალისტებმა ირაკლი ღარიბაშვილს უთხრეს, რომ 5 ივლისს, თბილისში განვითარებული მოვლენებისა და წახალისებული ძალადობისთვის არის პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობა.

ბათუმში ჩამოულ ევროსაბჭოს პრეზიდნტთან გამართული შეხვედრის შემდეგ, პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ სრულდება ქვეყანაში 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები.

პრემიერის განცხადებით, მან თხოვნით მიმართა შარლ მიშელს, რომ ევროკავშირის ეგიდით რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოაგზავნონ საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზე.

Comments
Loading...