“რომ არა 13 ივნისი, დღეს ბედნიერი ქალი ვიქნებოდი შვილიშვილებით სავსე”

2015 წლის 13 ივნისს მომხდარ სტიქიას ვერეს ხეობაში, 21 ადამიანი ემსხვერპლა; მათგან ორი, დღემდე დაკარგულად ითვლება.

ეს თარიღი ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ზარანდიების ოჯახისთვის ორმაგად ტრაგიკული აღმოჩნდა _ ერთ დღეში ოჯახის ორი ახალგაზრდა წევრი დაკარგეს.

“გურია ნიუსი” განმეორებით გთავაზობთ გასული წლის ინტერვიუს დები ზარანდიების დედასთან.

13 ივნისი, 2920 წელი _ ტრაგედიიდან 5 წლის შემდეგ ამ საშინელ დღეს“გურია ნიუსთან“ კიდევ  ერთხელ იხსენებს დაღუპული დების _ ლიზი და ინდირა ზარანდიების დედა მანანა ბახია.

ინტერვიუს ჩაწერა ქალბატონ მანანასთან უმძიმესი განცდით _ ახალგაზრდა, ჭკვიანი და კეთილშობილი გოგონების საფლავზე მოგვიხდა.

_ ძალიან მიჭირს იმ დღის გახსენება…  ყველაფერი კარგად არც კი მახსოვსსიმართლე რომ გითხრათ… 14 ივნისის დილარომ გათენდა და ჩემი გოგოები სახლში არ იყვნენძებნა ყველგან დავუწყეთ _ შემოვიარეთ მთელი საავადმყოფოებისად არ ვიყავით… იმედს არ ვკარგავდი… საღამომდე ცოცხალ შვილებს ვეძებდიმერე კი გავრცელდა ხმა და მეც მოვკარი ყურირომ საშინელი სტიქია იყო და გოგოები დაიღუპნენპირველი ინდირა იპოვეს მზიურშირამდენიმე დღის შემდეგ კი _ ლიზი.

 საზოგადოება დღემდე დანანებით იხსენებს ინდირა და ლიზი ზარანდიებს… კიდევ ერთხელ მოგვიყევით მათ შესახებ

ინდირა  რადიო “საქართველოს ხმაში” მუშაობდა და ასევემეორე ადგილასაცლიზი სტომატოლოგი იყო და ისიც ასევე ორ ადგილას მუშაობდაჭკვიანი გოგონები იყვნენყველაფერი დროზე მოასწრეს _ უნივერსიტეეტის დამთავრებამაგისტრატურა… ყველაფერი რომ გავიარეთ და ბედნიერებას ველოდითმაშინ წამოგვეწია ეს სტიქია… იმხელა ქალაქში ორი შვილი ერთად დავკარგეთ

 _ინდირას და ლიზის ჰყავს ძმა _ ლუკარომელსაც ისინი ზრდიდნენ დიდი სიყვარულით… მოგვიყევით ლუკას შესახებრომ საზოგადოებამ გაიცნოს.

ლუკა “ილიას უნივერსიტეტისპირველკურსელიასწორედ ეს უნივერსტიტეტი დაამთავრა ინდირამაცლუკას 50%-იანი გრანტი აქვსკარგად სწავლობს და დებს არ უმტყუნებს იმედს….

უმძიმესია კითხვა: რომ არა 13 ივნისის სტიქიაროგორი იქნებოდა დღეს თქვენი ცხოვრება

ბედნიერი ქალი ვიქნებოდიშვილიშვილებით სავსეჩემს გოგონებს ორივეს თავიანთი ოჯახი ექნებოდათ… უბედნიერესი დედა ვიქნებოდი

Comments
Loading...