„როცა მშობლები ტირიან, ჩიტი მათ ეფერება“ – მელანო ფუტკარაძის საფლავზე მომხდარი სასწაული

ბათუმში, ბრმანაწლავის ოპერაციის შემდგომ გარდაცვლილი, 29 წლის მელანო ფუტკარაძის საფლავზე ნახეს თუთიყუში, რომელიც გარდაცვლილის მშობლების განუყრელ მეგობრად იქცა. ამის შესახებ ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ.

,,სასწაულია, მელანოს საფლავზე ეს ჩიტი იპოვეს, როცა მშობლები ტირიან, ეს ჩიტი ცრემლებს უწმენდავს და ეფერება. თან ისეთ ფერებშია, როგორც მელანოს კაბა, – წერენ ახლობლები.

21 მარტს ბათუმში 29 წლის მელანო ფუტკარაძე ბრმანაწლავის ოპერაციის შემდგომ გარდაიცვალა. ოჯახის წევრები ახლგაზრდა გოგონას გარდაცვალებაში რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ.
მელანოს მალე ქორწილი უნდა ჰქონოდა, ნიშნობაც გადაიხადა, რამდენიმე დღის წინ კი მისი გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა.

primetime.ge

Comments
Loading...