“როცა პრეზიდენტი ჩათვლის საჭიროდ, გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს მაშინ განიხილავს”

ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს წმინდა სინოდის გადაწვეტილებას “ციანიდის საქმეში” მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე.

„ჩვენ გუშინ, როდესაც სინოდიდან შუამდგომლობის შესახებ ეს სიახლე გამოვიდა, არ გვქონდა თავად განჩინების და გადაწყვეტილების დასაბუთება ნანახი. მას შემდეგ ვნახეთ და იქ აღნიშნულია, რომ სინოდმა გადაწყვიტა, საქართველოს პრეზიდენტს მიმართოს მამალაძის შეწყალებით ორი მიზეზით – ოჯახური მდგომარეობა და არაერთგზის მოთხოვა შეწყალების შესახებ.

არაფერი ამ შუამდგომლობაში არ წერია იმაზე, რომ ეს შუამდგომლობა გაკეთდა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვვარაუდობ, რომ სინოდმა გაიზიარა ის სამედიცინო პოზიცია, რაც ემყარება კონსილიუმების დასკვნებს, ექსპერტიზის დასკვნას, და არაერთი ექიმის მოსაზრებას, რომ არც ორგანული და არც სხვა მიზეზი არ არსებობს იმის, რომ ჩვენ დავიჯეროთ, ან ჩავთვალოთ, რომ პატიმარი არის ავად.

თუმცა, ალტერნატიული ექსპერტიზა ჯერ დასრულებული არ არის, ჩვენ ველოდებით მის შედეგებს და ამ შედეგების მიხედვით უკვე საბოლოოდ, ყველა დოკუმენტაციის შეჯამების შედეგად, ჩამოვყალიბდებით იმსახურებს თუ არა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ მან გააგრძელოს ციხის საავადმყოფოში ყოფნა თუ უნდა დაბრუნდეს საპატიმროში.

რაც შეეხება შეწყალებას, რომელიც შესაბამისად ჯანმრთელობის მდგომარეობიდან შუამდგომლობა არ არსებობს, რა თქმა უნდა მე ვერ ვიქნები ის ადამიანი, ვინც გიპასუხებთ, უნდა მოხდეს თუ არა, როდის უნდა მოხდეს თუ არა ან როდის უნდა მოხდეს ამ შუამდგომლობის ან განხილვა პრეზიდენტის მიერ , ან უნდა მოხდეს თუ არა განხილვის შედეგად უარყოფა, ან დაკმაყოფილებას, მოკლებული ვარ ამ შესაძლებლობას. თუ თქვენ გულისხმობთ მორატორიუმს, მე არ მგონია, რომ ეს მორატორიუმი, რომელიც ზეპირად გაცხადდა და მას არ აქვს რაიმე ტიპის კანონიერი საფუძველი, თუმცა ეს უკანონო არ არის, რომ პრეზიდენტმა, როცა ის ჩათვლის საჭიროდ, ეს შუამდგომლობა განიხილოს.”- განაცხადა წუკლუკიანმა.

Comments
Loading...