რურუა: თავს დამნაშავედ არ ვცნობ, ყველა ბრალდება ჩემს მიმართ არის აბსურდული

” არ მსურს ჩემი, როგორც პოლიტპატიმრის განთავისუფლების საკითხმა, პროპორციულის მიახლოვებულ სისტემის შემოღებას შეუშალოს ხელი-“მთავარი არხის” წილის მფლობელი გიორგი რურუა Facebook-ზე განცხადებას ავრცელებს.

რურუას თქმით, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.

” როგორც მოქალაქეს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, არ მსურს ჩემი, როგორც პოლიტპატიმრის განთავისუფლების საკითხმა, პროპორციულის მიახლოვებულ სისტემის შემოღებას შეუშალოს ხელი.

სრულ ნდობას ვუცხადებ ჩემს მეგობრებსა და თანამებრძოლებს ოპოზიციური პარტიებიდან. სასწორზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ დევს, ვიდრე ჩემი უკანონო პატიმრობა.

მე თავს დამნაშავედ არ ვცნობ, ყველა ბრალდება ჩემს მიმართ არის აბსურდული, მტკიცედ მწამს ჩვენი სიმართლის!

საქართველოში დამარცხდება ერთპიროვნული,არაფორმალური მმართველობა!

პ.ს. თავისუფლება იყო და არის კანონით შეუზღუდავი, ძალაუფლებისგან თავდასაცავი ერთადერთი ციხესიმაგრე – ენდრიუ
ჰამილტონი”-წერს გიორგი რურუა.

Comments
Loading...