რუსეთის მოსახლეობის 40% -ზე მეტი უკვე მზად არის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის

რუსების 40 %-ზე მეტი უკვე მზადაა ვაქცინაციისათვის. ასეთი მაჩვენებლი გამოქვეყნდა საზოგადოებრივი აზრის კვლევის რუსული ცენტრის (VCIOM) ფორუმზე.

კვლევის მიხედვით, მოსახელობის 42 % თანახმაა ახალი რუსული Sputnik V კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საკუთარ თავზე გამოცდისთვის, ხოლო 52 % უარს ამბობს ამაზე და აცხადებენ, რომ აღნიშნულ ვაქცინას სკეპტიკურად უყურებენ და ეშინიათ მისი გამოყენების.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის რუსული ცენტრის ხელმძღვანელის, ფედოროვის განცხადებით, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1,6 ათასზე მეტმა რუსმა, რომელთა ასაკიც მინიმუმ 18 წლიდან იწყებოდა.

Comments
Loading...