რუსეთის პროკურატურის გამოძიებამ დაადგინა, რომ დიატლოვის ჯგუფი ზვავის გამო დაიღუპა

1959 წლის იანვარში საბჭოთა 9 სტუდენტი, 7 ბიჭი და 2 გოგო, ურალის მთებში სათხილამუროდ გაემართნენ. მათი დაღუპვის მიზეზი წლების განმავლობაში ამოუხსნელ საიდუმლოდ ითვლებოდა.

1959 წელს დიატლოვის ჯგუფის დაღუპვის მიზეზად გამოძიების შედეგად რუსეთის გენპროკურატურამ ზვავი დაასახელა. ამის შესახებ გენპროკურატურის წარმომადგენელმა, ანდრეი კურიაკოვმა განაცხადა.

ამ საქმის გამოძიება მომხდარიდან 60 წლის შემდეგ დაღუპულების ნათესავების თხოვნით დაიწყო. შემთხვევის ადგილას ექსპერტიზა ჩატარდა და პროცესში გეოდეზები, მეტეოროლოგები და გამომძიებლები იყვნენ ჩართულები.

“დადასტურდა, რომ იმ პერიოდში ნამდვილად ჩამოწვა ზვავი, თუმცა დაღუპვის მიზეზი მხოლოდ ზვავი არ ყოფილა. ზვავის დაწყებისას ჯგუფმა კარავი შიგნიდან გაჭრა და დატოვა. მათ თავი ქვიან შვერილს შეაფარეს, თუმცა ამის შემდეგ კარავი ვეღარ იპოვეს. მთამსვლელები ქვემოთ ჩავიდნენ და კოცონით ცდილობდნენ გათბობას, შემდეგ კი თავიდან შეუდგნენ კარვის ძებნას. საბოლოოდ, ისინი გაიყინენ”

1959 წლის 2 თებერვალს 9 ტურისტისგან შემდგარი ჯგუფი, რომელსაც იგორ დიატლოვი მეთაურობდა, ურალის მთებში გაიყინა. ექვსი მათგანი გაიყინა, სამს კი მოტეხილობები აღმოაჩნდა.

საქმის გამოძიება 1959 წლის თებერვლიდან მაისამდე მიმდინარეობდა. საბჭოთა გამომძიებლებმა სიკვდილის მიზეზად “ამოუცნობი სტიქია” დაასახელეს. მათვე თქვეს, რომ დაღუპულები გაუცნობიერებლად მოქმედებდნენ. საქმე 1970-იან წლებში გასაიდუმლოებული იყო.

დაღუპვის ვერსიებს შორის იყო რადიაცია, შეტაკება ადგილობრივებთან, საბჭოთა ექსპერიმენტები და ასე შემდეგ.

გარდაცვლილების პატივსაცემად ადგილს დიატლოვის უღელტეხილი უწოდეს.

 

წყარო : On.ge

Comments
Loading...