რუსეთი დროებით ოკუპირებულ ხერსონსა და ზაპოროჟიეში, თავის სამხედროებს იოდის აბებს ურიგებს

უკრაინულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ რუსეთი საკუთარ სამხედროებს, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ხერსონსა და ზაპოროჟიეს რაიონებში იმყოფებიან, რადიაციისგან თავდასაცავად, იოდის აბებს და სპეციალურ ქიმიურ საშუალებებს ურიგებენ.

ცნობისთვის, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, ამ დრომდე ოკუპანტების ხელშია.

ამასთან, რუსი სამხედროები დროდადრო ბომბავენ ტერიტორიას. მსოფლიო საზოგადოება ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებულ ზონის შექმნას ითხოვს, თუმცა რუსეთი უარზეა.

 

Comments
Loading...