რუსეთში ისევ მასშტაბური ხანძარია – ამჯერად თბოელექტროსადგური იწვის

რუსეთში ისევ მასშტაბური ხანძარია –  ამჯერად ქვეყნის აღმოსავლეთში, კუნძულ სახალინზე თბოელექტროსადგური იწვის – იუწყება  რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ რეგიონის გუბერნატორის, ვალერი ლიმარენკოს შეტყობინებაზე დაყრდნობით .

მედიის ინფორმაციით, კუნძულის სამხრეთით მდებარე თბოელექტროსადგურზე ხანძარი დღეს დილით გაჩნდა.  გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი ტურბოგენერატორის გათიშვა გახდა. ცეცხლი სახურავზეც გავრცელდა.

როგორც რუსეთის სახალინის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა,  30-მა თანამშრომელმა ცეცხლმოკიდებული შენობა დატოვა. ახლა იქ ტექნოლოგიური პროცესი შეჩერებულია.

ცნობისთვის, ბოლო დროს რუსეთში სტრატეგიულ ობიექტებზე ხანძრები გახშირდა.

Comments
Loading...