რუსთავის ბაგა-ბაღებში თავისუფალი დასწრება გამოცხადდა

რუსთავის ბაგა-ბაღებში, 6 ნოემბრიდან 18 ნოემბრამდე თავისუფალი დასწრება გამოცხადდა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.

“ინფო რუსთავს” აღსაზრდელების მშობლები დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ თავისუფალი დასწრება, სავარაუდოდ, იმ მიზეზით გამოცხადდა, რომ ბაღებში გათბობა ჯერ კიდევ არ ჩართულა.
რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ეკა ხუციშვილის თქმით, თავისუფალი დასწრება, იმ მიზნით გამოცხადდა, რომ აღსაზრდელები გაცდენების გამო, ბაღებიდან არ გაირიცხონ.

“ახლა გვაქვს საშემოდგომო აქტივობების პერიოდი, რადგან რუსთავის ბაღებს 3-დან 6 წლამდე ყველა ბავშვი პრაქტიკულად დაკმაყოფილებული ყავთ და არ არის მოთხოვნა გარიცხვის საშიშროებაც არ აქვთ. მივეცით საშუალება, რომ თავისუფლად იმოძრაონ, ზოგს უნდა, რომ 1 საათის მერე გაიყვანოს, ზოგს არ უნდა რომ მოიყვანოს წასვლა უნდათ ქალაქიდან.  გათბობის სეზონი დაიწყო, სოკარს ველოდებით, ოფიციალურად მიმართვა გაგზავნილი გვაქვს ველოდებით, რომ მობრძანდნენ კომისიურად შეამოწმონ გამათბობლები. თავისუფალი დასწრება 18 რიცხვამდე გათბობის გამო არ არის გამოცხადებული. გათბიბის საკითხი ძალიან მალე მოგვარდება, სისტემა ყველგან გამართული გვაქვს”, – განაცხადა ეკა ხუციშვილმა.

Comments
Loading...