რუსთავი-თბილისის გზიდან ავტომობილი ხევში გადავარდა

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. ამის შესახებ ინფორმაციას “პირველი” ავრცელებს.

“პირველს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, რომ შემთხვევის დროს ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იჯდა. მას ჯანმრთელობის დაზიანება არ აღენიშნება.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა.

Comments
Loading...