“რუსთავი 2-ის” ეგზიტპოლი: ზურაბიშვილი 40%, ვაშაძე 40 %, ბაქრაძე 10 %

“კურიერმა” “რუსთავი 2”-ის დაკვეთით Edison Research-ის მიერ შესრულებული ეგზიტპოლები გამოაქვეყნა “2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლების შედეგი ცნობილია. გავლენიანმა კვლევითმა ორგანიზაციამ Edison Research-მა „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით, ათასობით ამომრჩეველი საქართველოს მასშტაბით გამოკითხა. დღის ოთხი საათისთვის არსებული მონაცემებით, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძესა და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 40-40% აქვთ. პასუხების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

დეტალურად შედეგები ასე გადანაწილდა: გრიგოლ ვაშაძე – 40% სალომე ზურაბიშვილი – 40% დავით ბაქრაძე – 10% შალვა ნათელაშვილი – 3% დავით უსუფაშვილი – 2% ზურაბ ჯაფარიძე – 2%”,-ნათქვამია “რუსთავი 2-ის” გავრცელენულ ინფორმაციაში.

 

Comments
Loading...