“რუსთავი 2” პატრიოტთა ალიანსს და ლეიბორისტებს დებატებში არ იწვევს

გადაცემა “არჩევანის” სტუდია გუშინ პროტესტის ნიშნად “პატრიოტთა ალიანსმა”, დემოკრატიულმა მოძრაობამ” და “ლეიბორისტულმა პარტიამ” დატოვეს, რასაც გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ უპატივცემულობა უწოდა და “რუსთავი 2”-ის სახელით განცხადება გააკეთა.

გიორგი გაბუნიას თქმით, “რუსთავი 2”-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პარტიები, რომლებმაც სტუდია დატოვეს, არხის მიერ წინასაარჩევნოდ გამართულ დებატებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.

“მინდა გავაკეთო განცხადება “რუსთავი 2”-ის სახელით, იმ ადამიანების მისამართით, რომლებიც დღეს აქ იდგნენ და რომლებმაც ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე დატოვეს სტუდია. რელევანტური არგუმენტაცია ჩვენ მათგან ვერ მოვისმინეთ. მათ შეთანხმებულად დატოვეს არჩევანის სტუდია. ესენია: “ლეიბორისტული პარტია”, დემოკრატიული მოძრაობა” და “პატრიოტთა ალიანსი”. აღნიშნული ქმედებით მათ უპატივცემულობა გამოხატეს გადაცემის, მთელი არხის და სტუდიაში დარჩენილი მათივე კოლეგების მიმართ, ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არცერთი აღნიშნული პარტია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ არცერთ ჩვენს დებატებში მონაწილეობას აღარ მიიღებს, რადგან ჩვენ მათ უბრალოდ აღარ დავპატიჟებთ”,- განაცხადა გაბუნიამ.

Comments
Loading...