რუსთავი2 საკუთარი გამოძიების შედეგებს ასაღებს, როგორც რეალობას – ჯეჯელავა თორდიას თავდასხმის საქმეზე

“პარტიული მედია, რუსთავი2-ს ვგულისხმობ, თავისი საკუთარი გამოძიების შედეგებს ასაღებს, როგორც რეალობას,” – ასე გამოეხმაურა ვიცეპრემიერი, ალექსანდრე ჯეჯელავა, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე განხორციელებულ თავდასხმას.

მისი თქმით, რუსთავი2-თან ერთად ამ პროცესში არასამთავრობო სექტორის ნაწილიც ჩართულია.

„ნებისმიერი სახის ძალადობა და, მით უმეტეს, როდესაც მასში შეიძლება ჩართული იყოს მაღალი თანამდებობის პირი, არის განსაკუთრებული მნიშვნელობის და ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს აუცილებლად, ეს ძალიან პრინციპული საკითხია. პარტიული მედია, რუსთავი2-ს ვგულისხმობ, თავისი საკუთარი გამოძიების შედეგებს ასაღებს, როგორც რეალობას. არსებობენ ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომელიც გამოძიებაზე უფრო ადრე თვლიან, რომ მათი დადგენილი ჭეშმარიტება ჭეშმარიტებაა. ეს, რა თქმა უნდა, არ არის სანდო და კონკრეტულ ინტერესებს ემსახურება ამ შემთხვევაში,“ – განაცხადა ჯეჯელავამ.

Comments
Loading...