რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში ხანძარი გაჩნდა

რუსთავში, ე.წ. “სტამბოლის ბაზრის” მიმდებარე ტერიტორიაზე გვიან ღამით, ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 1000 კვ. მ. ფართობი. მათივე ინფორმაციით, ადგილზე  18 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო დამატებითი ძალები თბილისიდან.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ჯერჯერობით უცნობია რა ზარალი მიადგა მოვაჭრეებს.

Comments
Loading...