რუსთავში “ლენდო” დააყაჩაღეს

იარაღის მუქარით მიკროსაფინანსო კომპანია “ლენდო” დააყაჩაღეს.

აღნიშნულ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ. უწყების ცნობით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

უწყებაში არ აკონკრეტებენ, დაკავებული არის თუ არა დამნაშავე.

შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დღეს დილით დაახლოებით 10:00 საათისთვის მოხდა.

წინასწარი მონაცემებით, თავდამსხმელმა მიკროსაფინანსო კომპანიიდან 10 000 ლარის წაღება შეძლო.

 

Comments
Loading...