რუსთავში, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან დაპირისირება მოხდა – არაინ დაშავებულები

რუსთავში, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი  იმ დროს მოხდა, როცა  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან ” ქართული ოცნების” მხარდამჭერები  მივიდნენ.
“ნაციონალური მოძრაობის”  პარტიის წევრების ინფორმაციით,  დაშავებულია სამი ადამიანი, რომელთაც ექსპერტიზაზე გადაიყვანენ.
ჯერჯერობით, უცნობია , დაიწყო თუ არა გამოძიება.
Comments
Loading...