რუსთვაში ჩვილი გარდაიცვალა

რუსთავში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა. ამის შესახებ “ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი 3 დღის წინ ცუდად გახდა. ბავშვი ჯერ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში შემდეგ კი ჟვანიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც დღეს გარდაიცვალა. მშობლების თქმით, მცირეწლოვანს 4 ოპერაცია ჩაუტარდა, ბოლოს კი გული გაუჩერდა.

ბავშვი რუსთავში სახლში გადმოასვენეს, საიდანაც პოლიციის მოთხოვნით სამხარაულის სახელობის პროზექტურაში გადაიყვანეს.

მშობლები და ოჯახის ახლობელი ითხოვდნენ, რომ ბავშვი არ გაეკვეთათ. ისინი მოითხოვდნენ შენობაში შესვლას, თუმცა პოლიციამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და პერიმეტრზე შესვლის უფლება არ მისცა, რის გამოც, პოციიასა მშობლებს შორის დაპირისპირება მოხდა.

რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ მშობლებს ბავშვი გაკვეთილი გაატანეს. ექსპერტმა ბავშვის ცხედარი გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით გაკვეთა.

 

Comments
Loading...