რუსული მედიის ინფორმაციით, ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას შვილი გარდაცვლილი იპოვეს

26 წლის ნიკოლოზ ხუბუტია საკუთარ სახლში იპოვეს, იუწყება რუსული მედია. არსებული ინფორმაციით,  მას თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული. საგანგებო სიტუაციების სამსახურს კარის შემტვრევა მოუხდა მას შემდეგ, რაც შინამოსამსახურე დაუკავშირდა მათ.

როგორც რუსული საინფორმაციოები, მათ შორის “ენტევე” იუწყება, შემთხვევის ადგილზე, ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს , რათა დადგინდეს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.

Comments
Loading...