სააგენტო “რესის” ინფორმაციით, ცხინვალი 30 დეკემბრიდან 3 იანვრამდე, ე.წ. საზღვარზე ერთადერთ საკონტროლო გამშვებ პუნქტს კეტავს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, საახალწლო დღეებში, უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე ერთადერთ საკონტროლო გამშვებ პუნქტს კეტავს, იუწყება ადგილობრივი სააგენტო „რესი“ .

„30 დეკემბრის 20:00 საათიდან დროებით წყდება სამხრეთ ოსეთი-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის „ქარძმანის“ მონაკვეთზე მიმოსვლა, რომელიც გაიხსნება 3 იანვრის 06:00 საათიდან და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას“, – აღნიშნულია დეფაქტო უწყების ინფორმაციაში.

 

 

Comments
Loading...