საავადმყოფოს შენობიდან მამაკაცი გადმოხდა – სუიციდის ფაქტი გურჯაანში

გურჯაანის საავადმყოფოს მესამე სართულიდან 78 წლის მამაკაცი გადმოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ქირურგიული ოპერაცია რამდენიმე დღის წინ ჩაუტარდა. სუიციდის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

კლინიკის ადმინისტრაციას მომხდარზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო , რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Comments
Loading...