საავტომობილო გზების დეპარტამენტი: ჭუბერის ცენტრალური გზა გაწმენდილია

ამ დროისთვის ჭუბერის ცენტრალური გზა გაწმენდილია და ავტოტრანსპორტის მოძრობისთვის განვლადია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

“მიმდინარეობს მდინარე ნენსკრას კალაპოტის გამაგრებითი სამუშაოები, რათა თავიდან ავიცილოთ გზის ხელახალი დატბორვა.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები დროებითი ხიდების განსათავსებლად. ადგილზე მობილიზებულია 10-ამდე ერთეული მძიმე ტექნიკა და დეპარტამენტის სპეციალისტები სტიქიისა და ნაპირდაცვის მიმართულებით”, – აცხადებენ საავტომობილო ზგების დეპარტამენტში.

 

Comments
Loading...