სააკაშვილი:”დედაჩემი, რომელსაც კარგი ანაზღაურება აქვს, ეხმარება ჩემ ცოლ-შვილს საქართველოში და ხანდახან ცოტას მეც მეხმარება”
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ამსტერდამში ცხოვრებაში მას დედა ეხმარება. მიხეილ სააკაშვილზე რეპორტაჟი უკრაინულმა ტელეარხმა_ “1+1” მოამზადა.
როგორც სააკაშვილი ტელერახთან მიცემულ ინტერვიუში ამბობს, ბინა მას ამსტერდამში 300-350 ევრომდე უჯდება, ხოლო კომუნალური ხარჯები_ 400 ევრომდე აღწევს.
„ავტომობილი ველოსიპედით შევცვალე, კოსტუმები კი- ჯინსებით. დედაჩემი, რომელსაც კარგი ანაზღაურება აქვს, ეხმარება ჩემ ცოლ-შვილს საქართველოში და ხანდახან ცოტას მეც მეხმარება”, -ამბობს ყოფილი პრეზიდენტი.