სააკაშვილი:საქართველოდან ჩემი წასვლა დიდი შეცდომა იყო

“ყველაზე მეტად განვიცდი იმას, რომ 2013 წელს დავტოვე საქართველო”,-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოს დატოვება შეცდომა იყო, თუმცა ამას თავისი მიზეზები ჰქონდა.

“დღეს ყველაზე მეტად განვიცდი იმას, რომ 2013 წელს დავტოვე საქართველო. გავეცალე ბევრი ფაქტორის გამო ეს არ იყო ნამდვილად დაჭერის შიში. თქვენ ნახეთ რო უკრანაიში მეუბნებოდნენ პირდაპირ რო დაგიჭერთო და მაინც ჩავედით. იყო ბევრი ფაქტორი. ჩემი დაღლილობა, ხალხის დაღლილობა ჩემით. იყო მცდელობა ჩემი ხალხისთვისაც მიმეცა ჩემგან დასვენების საშუალება”, — განაცხადა მიხილ სააკაშვილმა.

Comments
Loading...