სააკაშვილი: არცერთი მძიმე ნარკოტიკი არ გამისინჯავს, მახათას მთაზე უბრალოდ ცუდად ვიყავი

თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ ვინ ვისზე რა თქვა წარსულში, ჩვენ აღარ დაგვრჩება ქვეყანა. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და მე ვარ მზად აბსოლუტურად ყველას შევუნდო.” რაც შეეხება პატრიაქრის განცხადებას, ეს ჰგავს მგლის თავზე სახარების კითხვას.  განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა “კვირის აქცენტებში”,

“ჩემი აზრით, პატრიარქს პირდაპირ უნდა ეთქვა, რომ მარიახუანის თემა არის ერთი რუსი ოლიგარქის მცდელობა, გამდიდრდეს ერის გამოთაყვანების ხარჯზე.

“რატომ უნდა გამოთაყვანდეს? გამოთაყვანდა ჰოლანდია  მაგალითად?! – გადაცემის წამყვანის, ნიკა გვარამიას კითხვაზე, სააკაშვილმა უპასუხა:

ჯერ ერთი, ეს არის მითი, რომ ჰოლანდიაში ყველა ეწევა, ჰოლანდია არის ძალიან დიდი ტრადიციების და კონსერვატორების ქვეყანა და იქაც არავის მოსწონს თავისი შვილი თუ ეწევა. რას იწვევს მარიხიანას სისტემური მოხმარება, დაგუგლეთ და ნახეთ, სერიოზული კვლევები არსებობს. ეს არის IQ- სდადაბლება 8-დან 10 პუნქტამდე, ეს არის სერიოზული პრობლემები  მეხსიერებასთან და შობადობასთან.

მე მომიწევია მარიხუანა, მაგრამ საშინლად არ მომწონებია. გამისინჯავს 90 იან წლებში და ეს იყო ჰოლანდიაში, სადაც ლეგალური იყო. არ გამისინჯავს არცერთი მძიმე ნარკოტიკი, ამას კატეგორიულად ვამბობს, იმიტომ რომ ეს იყო რუსული პროპაგანდა, რომ აი კოკაინი, სააკაშვილი და რამდენი ენერგია აქვსო, მერე ატრიალებენ მუდმივად ამ კადრებს მახათას მთაზე, უბრალოდ ცუდად ვგრძნობდი თავს. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ არ გამისინჯავს არცერთი მძიმე ნარკოტიკი!” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

Comments
Loading...